Thumbnail

Starlink-ის პროექტისთვის აშშ-ში მილიონამდე სადგურს ააგებენ

  • Space X თანამგზავრული ინტერნეტის პროექტისთვის მილიონამდე სადგურს ააგებს
  • Starlink-ის პროექტი 21-ე საუკუნის 20-იან წლებში განხორციელდება

კომპანია Space X-მა შეერთებული შტატების ფედერალურ კავშირგაბმულობის კომისიაში განაცხადი შეიტანა, რომელშიც აღწერილია პროექტ Starlink-ისთვის სახმელეთო ინფრასტრუქტურის შექმნის დეტალები. Starlink კომპანიის ამბიციური პროექტია, რომელიც თანამგზავრული ინტერნეტის ქსელის შექმნას გულისხმობს. 21-ე საუკუნის 20-იანი წლებში Space X ორბიტაზე 12 ათასი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. აქედან დაახლოებით ნახევარი ორბიტაზე უკვე 2024 წლისთვის უნდა იყოს. შესაბამისი სახმელეთო ინფრასტრუქტურის შექმნაც სწორედ ამ პროექტის ნაწილია

როგორც გაირკვა, თანამგზავრებიდან სიგნალის მისაღებად კომპანია დედამიწაზე მილიონამდე სადგურს განათავსებს. სახმელეთო სადგურებს შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე ალასკისა და ჰავაის კუნძულების ჩათვლით, ასევე პუერტო რიკოზე განათავსებენ. პროექტის ტექნიკური დეტალების ძირითადი ნაწილი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია ის  რომ, ტექნოლოგიების ნაწილი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტების შეფასებით, Starlink-ის სახმელეთო სადგურები პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია.

Space X-ის გეგმაშია, რომ თანამგზავრული ინტერნეტის წვდომა არა მხოლოდ შეერთებული შტატების მოსახლეობას, არამედ დედამიწის ნებისმიერ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს. Starlink-ის სავარაუდო ღირებულება 10 მილიარდი დოლარია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ,რომ ამ დანახარჯს კომპანია პროექტის ამუშავებიდან მოკლე პერიოდში ამოიღებს.

ასევე ნახეთ: ჩინური კომპანია დედამიწის მოსახლეობას უფასო ინტერნეტს დაპირდა

კომენტარები

ბოლო ამბები