Thumbnail

კომპანია, რომელიც მარსზე გამგზავრებას გვთავაზობდა, გაკოტრდა

  • კომპანია, რომელიც მარსის კოლონიზაციას გეგმავდა, გაკოტრდა
  • Mars One "გამოსავალს ეძებს"

Mars One Ventures - კომპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ასობით ადამიანს მარსზე სამუდამოდ გაუშვებდა გაკოტრდა. მოვლენების მსგავსი განვითარება მოულოდნელი არ არის, რადგან ექსპერტები ამ დრომდე ეჭვობდნენ, რომ Mars One თაღლითური კომპანიაა, რომელსაც კოსმოსში მოგზაურობის მსურველი ადამიანები შეცდომაში შეყავდა და მათ მარსზე დასახლებას პლანეტაზე გამგზავრების რეალური გეგმის გარეშე პირდებოდა.

კომპანია მსურველებს წითელ პლანეტაზე გასამგზავრებლად და ადამიანების პირველი დასახლების ჩამოსაყალიბებლად ერთ მიმართულებიან ბილეთებს სთავაზობდა, დედამიწაზე უკან დაბრუნებას კი “არასაკმარისი ტექნოლოგიის გამო” არ პირდებოდა. კომპანიის თქმით, 200.000-ზე მეტი კანდიდატიდან მარსზე გასამგზავრებლად 100 ადამიანი შეარჩიეს, თუმცა აპლიკაციების რაოდენობას არცერთი წყარო არ ადასტურებს. ასევე გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით შეარჩიეს პლანეტის პირველი პოტენციური მცხოვრებლები. 

Mars One-ის დამფუძნებლის, ბას ლანსდროპის თქმით, კომპანიამ “გამოსავლის მოსაძებნად მუშაობა უკვე დაიწყო”.

კომენტარები

ბოლო ამბები