Thumbnail

შეერთებულ შტატებში ტუბერკულიოზის საწინაამღდეგო პრეპარატი გამოსცადეს

  •  ახალ პრეპარატს დაავადებასთან ბრძოლისას ეფექტური შედეგი აქვს
  • პრეპარატის გამოცდა ჯერ არ დასრულებულა

ახალი პრეპარატი AN 12855 ტუბერკულიოზის წინაამღდეგ ამ დრომდე  გამოყენებულ  ყველა მედიკამენტზე ეფექტურია. ამ ინფორმაციას ამერიკელი მიკრობიოლოგების საზოგადოების ვებ გვერდი ავრცელებს. მკვლევარები აცხადებენ, რომ პრეპარატს  უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე იზონიაზიდს, რომელსაც დღემდე ტუბერკულიოზის მკურნალობისას ყველაზე ეფექტურ მედიკამენტად ასახელებდნენ.

მკვლევარებმა ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ინფექციური დაავადების პროგრესის ფონზე პრეპარატი წარმატებით ახერხებს დაავადებასთან ბრძოლას. მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კვლევები გაგრძელდება იმისათვის, რომ პრეპარატის შესაძლებლობები საბოლოოდ დადგინდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ ტუბერკულიოზთან ბრძოლის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ინფექციური დაავადებების მიზეზით ადამიანის გარდაცვალების სტატისტიკაში ტუბერკულიოზი მაინც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ნაკლებად ეფექტური დიაგნოსტიკა, რაც დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენას ხელს უშლის, ტუბერკულიოზთან ბრძოლის უმთავრეს პრობლემად რჩება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები