Thumbnail

გაიცანით “ჰარი” - დამგზავრების პირველი ქართული აპლიკაცია

“ჰარი” ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი პირველი ქართული ქალაქთაშორისი მგზავრობის საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, სხვა ქალაქში მანქანით გამგზავრების შემთხვევაში დაიმგზავროთ იმავე ქალაქში მიმავალი სხვა მგზავრები, ან თავად დაემგზავროთ სხვას.
 
სერვისის გამოსაყენებლად მძღოლები აპლიკაციაში განათავსებენ განცხადებას, თუ როდის და რა მიმართულებით აპირებენ გამგზავრებას, მგზავრები კი სხვადასხვა კრიტერიუმით არჩევენ მათთვის სასურველ მძღოლს და ჯავშნიან მგზავრობას.

აპლიკაცია არ არის გათვლილი კომერციული მიზნებისათვის - მისი მიზანია ერთი მიმართულებით მიმავალი მგზავრები და მძღოლები ერთმანეთთან დააკავშიროს, რაც თითოეული მათგანისთვის შემცირებულ საწვავის ხარჯებს გულისხმობს. ამის გარდა, პლატფორმის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას სოციალიზაციის ფაქტორი წარმოადგენს. 
 
აპლიკაცია იანვარში გაეშვა და ერთი თვის განმავლობაში სერვისით უკვე 1500-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც  ანდროიდისთვის, ასევე iOS სისტემისთვის.

გადმოწერეთ ჰარი ამ ბმულიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები