Thumbnail

ელექტრო თვითმფრინავის სატესტო ფრენა წარმატებით დასრულდა

  • Sun Flyer 2-ის სატესტო ფრენა კოლორადოში შესრულდა
  • ელექტრო თვითმფრინავი Siemens-ის ძრავით არის აღჭურვილი

ელექტრო თვითმფრინავმა Sun Flyer 2- მა Siemens-ის ძრავით სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა. თვითმფრინავი კომპანია Bye Aurospace-ის მიერ არის დაპროექტებული და მისი სატესტო ფრენა კოლორადოში, დენვერის სამხრეთით განლაგებულ აეროპორტ სენტენიალში შედგა. Bye Aurospace ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას თუ რა სიმაღლეზე ავიდა თვითმფრინავი და რამდენი დრო გაატარა ჰაერში.

Sun Flyer 2 ორადგილიანი ელექტრო თვითმფრინავია, რომლის გამოცდაც 2018 წლის აპრილში დაიწყო. მაშინ თვითმფრინავი ამერიკული EP Systems-ის ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა მოგვიანებით  Bye Aurospace-მა თანამშრომლობა გერმანულ კომპანიასთან გადაწყვიტა. თვითმფრინავში Siemens-ის ელექტროძრავა SP 70D დაამონტაჟეს. ელექტრო თვითმფრინავის ტესტირება წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Bye Aerospace თვითმფრინავისთვის სერტიფიცირების თაობაზე მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციასთან აწარმოებს.კომპანიაში იმედი აქვთ, რომ Sun Flyer 2 შეერთებულ შტატებში პირველი სერთიფიცირებული ელექტრო თვითმფრინავი გახდება, რომელსაც პილოტების მოსამზადებლად გამოიყენებენ.

იხილეთ ელექტრო თვითმფრინავის საცდელი ფრენის ვიდეო:

 

კომენტარები

ბოლო ამბები