Thumbnail

Facebook-ი გამოაქვეყნებს, ვინ ატვირთა მომხმარებლის მონაცემები მიზნობრივი რეკლამებისთვის

  • მომხმარებლები ნახავენ, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ ატვირთა მათი პირადი მონაცემები
  • სიახლის მიზანია, უფრო გასაგები გახდეს, თუ როგორ იყენებენ კომპანიები მომხმარებლების პირად ინფორმაციას რეკლამის განსათავსებლად

Facebook-ის შეზღუდვას კომპანიებისთვის, რომლის თანახმადაც მათ უნდა დაედასტურებინათ, რომ აქვთ მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციის, მათ შორის მაილის და ტელეფონის ნომრის გამოყენების უფლება მიზნობრივი რეკლამების განსათავსებლად, უკვე რეალური შედეგი აქვს პლატფორმის მომხმარებლებისთვისაც.

28 თებერვლიდან Facebook-ზე განთავსებულ რეკლამაზე ღილაკზე “Why am I seeing this?” დაკლიკების შემთხვევაში, მომხმარებელი ზუსტ ინფორმაციას მიიღებს, თუ რა ნიშნით (ასაკი, სქესი, რეგიონი...) მოხვდა ის კონკრეტული რეკლამის სამიზნე აუდიტორიაში. ასევე, იმ შემთხვევაში თუ მისი მონაცემები არ არის მოპოვებული Facebook-იდან, მომხმარებელი დეტალურად ნახავს, თუ რომელმა კომპანიამ მიაწოდა რეკლამის ავტორს მისი საკონტაქტო ინფორმაცია.

შეზღუდვა მონაცემების უნებართვოდ გამოყენებასთან დაკავშირებით კომპანიებს ივნისში დაუწესდათ, თუმცა რეკლამის განმათავსებლებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მომხმარებლების მონაცემებს მათი ნებართვით იყენებენ, Facebook “სიტყვაზე ენდობოდა”, რადგან არ არსებობდა აღნიშნულის გადამოწმების სისტემა. გასული წლის ნოემბრიდან კი კომპანიებს უკვე უწევდათ დაეკონკრეტებინათ, თუ საიდან მოიპოვეს მომხმარებლების საკონტაქტო ინფორმაცია. 28 თებერვალს სწორედ ეს ინფორმაცია გახდება მომხმარებლებისთვის ხელისაწვდომი.

Facebook-ის წარმომადგენლის თქმით სიახლის მიზანია, მომხმარებლებმა კარგად გაიგონ, თუ როგორ იყენებენ მათ პირად ინფორმაციას რეკლამის განსათავსებლად, რაც მათ დაეხმარება განსაზღვრონ, თუ რა ონლაინ ქმედებების შეცვლით შეძლებენ საკუთარი პირადი ინფორმაციის უკეთესად დაცვას.
 

 

კომენტარები

ბოლო ამბები