Thumbnail

LinkedIn-ს Live-ის ფუნქცია დაემატება

  • LinkedIn-ს პირდაპირი ეთერის ფუნქცია დაემატება
  • ფუნქცია ყველასთვის არ იქნება ხელმისაწვდომი

პლატფორმა LinkedIn-ს Live-ის ფუნქცია დაემატება. ბიზნესსა და დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ქსელის მომხმარებელ ინდივიდებსა თუ კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირ ეთერში საჯაროდ ან კონკრეტული ჯგუფისთვის ჩაერთონ. 

თავდაპირველად ფუნქციის ბეტა ვერსია ამერიკაში გაეშვება. Live-ში ჩართვას მომხმარებლები მხოლოდ LinkedIn-ისგან მოწვევის შემთხვევაში შეძლებენ, სამომავლოდ კი პლატფორმაზე განთავსდება საკონტაქტო ფორმა მათთვის, ვისაც პირდაპირ ეთერში გასვლის უფლების მოპოვება სურს. ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა სამომავლოდ ფუნქცია ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.

შინაარსობრივად, LinkedIn-ზე იმავე თემატიკის პირდაპირ ჩართვებს უნდა ველოდოთ, რა ტიპის კონტენტსაც ამ დრომდე ვხვდებოდით პლატფორმაზე - გაშუქდება კონფერენციები, ამა თუ იმ პროდუქტის ანონსი, Q&A-ები, სხვადასხვა თემატური ღონისძიებები და ა.შ. 

ვიდეო პლატფორმაზე ყველაზე მზარდი ფორმატია, რომელიც ადამიანებს ყველაზე ეფექტურად რთავს დისკუსიაში. Live-ის ფუნქციის დამატებაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო” - Pete Davies, LinkedIn

ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა შესაძლებელი Live ვიდეოების მონეტიზაცია. LinkedIn-ის წარმომადგენლის თქმით, პირდაპირ ჩართვებზე ჯერჯერობით არც რეკლამებს გაუშვებენ, რადგან კომპანიას აქცენტი პირველ რიგში ახალი ფუნქციის წარმატებულად გაშვებაზე აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები