Thumbnail

მშვიდობით Opportunity - მარსმავალის მისია ოფიციალურად დასრულდა

  • Opportunity-მ მისია ოფიციალურად 15 წლის შემდეგ დაასრულა
  • მარსმავალის მისიისთვის განსაზღვრული ვადა თავდაპირველად 90 დღე იყო

“მადლიერების გრძნობით აღსავსე ვაცხადებ, რომ Opportunity-ს მისია დასრულებულია”
ამ სიტყვებით Nasa-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ ისტორიულმა მარსმავალმა მარსის შესწავლის 15 წლიანი მისია ოფიციალურად დაასრულა. 

MER პროექტის მენეჯერის, კონ კალასის თქმით, Nasa-მ ყველა შესაძლო გზას მიმართა მარსმავალთან კავშირის აღსადგენად, თუმცა დადგინდა, რომ სიგნალის კვლავ მიღების ალბათობა იმდენად დაბალია, რომ კავშირის აღდგენაზე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. 

ასევე ნახეთ: მარსმავალ Opportunity-სთან კავშირის აღდგენა ვერ ხერხდება

მარსმავალთან კავშირი მას შემდეგ გაწყდა, რაც ის 2018 წლის ივლისში ქვიშის ქარიშხალში მოყვა. Opportunity კოსმოსში 2003 წლის 8 ივნისს გაუშვეს. მარსმავალი პლანეტაზე 2004 წლის 25 იანვარს დაჯდა. მან წითელ პლანეტაზე 45 კილომეტრი გაიარა და დედამიწაზე 225 ათასი ფოტო გადმოაგზავნა. თავდაპირველად, Opportunity-ს მისიისთვის განსაზღვრული ვადა 90 დღე იყო, თუმცა მარსმავალის მისია 15 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

უყურეთ ნასას პრესკონფერენციას:

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები