Thumbnail

Instagram-ზე მიმოწერა ბრაუზერიდანაც გახდება შესაძლებელი

  • ინსტაგრამზე მიმოწერას ბრაუზერიდანაც შეძლებთ
  • შესაძლოა სიახლე Facebook-ის გეგმებს უკავშირდებოდეს

ინსტაგრამი Direct Message-ის ფუნქციას ვებ და მობილური ბრაუზერებისთვის ცდის. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა Twitter-ზე დაპოსტა. ამ დრომდე ინსტაგრამზე მესიჯების გაგზავნა და მიღება მხოლოდ აპლიკაციიდან იყო შესაძლებელი.

მიმოწერის გარდა, ბრაუზერებისთვის დღემდე შეზღუდულია პლატფორმის სხვა ფუნქციებიც. მაგალითად, დესკტოპ ვერსიიდან შესაძლებელია მომხმარებლების პროფილებისა და Story-ს დათვალიერება, თუმცა შეზღუდულია ფოტოებისა და ვიდეოების ატვირთვის ფუნქცია. ინსტაგრამის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ფუნქციის დამატებას არც გეგმავენ.

Direct Message-ის ბრაუზერის ვერსიაში გადმოტანა დიდი ნაბიჯია ერთ დროს მხოლოდ მობილური აპლიკაციის მქონე პლატფორმის განვითარებისკენ. ეს ნაბიჯი შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ მიმოწერის ფუნქციის განვითარება პლატფორმის ახალი პრიორიტეტია, რაც გასაკვირი არ არის, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით ინსტაგრამი Facebook Messenger-ის მსგავსად Direct-ის ცალკე აპლიკაციად ჩამოაყალიბებას აპირებს. არსებობს ვერსიაც, რომ მიმოწერის ფუნქციის ბრაუზერში გადმოტანას კავშირი Facebook-ის სამომავლო გეგმებთანაც აქვს, რაც მიმოწერის აპლიკაციების გაერთიანებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ: Facebook-ი მესენჯერის, ინსტაგრამის და WhatsApp-ის ჩატებს გააერთიანებს

კომენტარები

ბოლო ამბები