Thumbnail

ინდოეთი ჩინეთის მსგავსად ინტერნეტ ცენზურის დაწესებას გეგმავს

  • ინდოეთის მთავრობას სურს, ინტერნეტ სივრცე გააკონტროლოს
  • სამოქალაქო საზოგადოება ინიციატივას არაკონსტიტუციურს უწოდებს

ინდოეთის მთავრობა გეგმავს, საკუთარი ძალაუფლების ფარგლები გაზარდოს და ქვეყანაში ინტერნეტ კონტენტის კონტროლი დაიწყოს. მთავრობის ინიციატივაში ნათქვამია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, Facebook-ს, Google-ს, Twitter-ს, TikTok-ს და სხვა კომპანიებს მოსთხოვონ, წაშალონ კონტენტი, რომელსაც შეუსაბამოდ მიიჩნევენ. 

საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილავენ. მთავრობის ადმინისტრაციის სურვილია, ახალი წესები გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებამდე შევიდეს ძალაში, რათა პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ ახალი წესების გათვალისწინებით მოქმედება დაევალოთ.

სამოქალაქო საზოგადოება თვლის, რომ ცვლილებები კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს და შედარებისთვის ჩინეთისა და რუსეთის ონლაინ ცენზურის მაგალითები მოჰყავთ. მათი თქმით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ოპონენტების აქტივობების სოციალური ქსელებიდან გაქრობა პრემიერ მინისტრის, ნარენდრა მოდის ინტერესებში შედის. 

“დაანონსებული ცვლილებები ავტორიტარული რეჟიმის გამოხატულებაა. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩინეთი უკეთებს საკუთარ მოსახლეობას, სადაც თითოეული მოქალაქის თითოეული პოსტი მთავრობის ცენზურას გადის” - აპარ გუპტა, ინტერნეტის თავისუფლების ფონდის დირექტორი

გიგანტი კომპანიები, მათ შორის მაიკროსოფტი და ფეისბუქი დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ ღიად გამოდიან და აღნიშნავენ, რომ ინდოეთის მთავრობის რეგულაციები მკვეთრად არის აცდენილი ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკას.

ასევე ნახეთ: რუსეთი ინტერნეტ ქსელიდან გამოთიშვას გეგმავს

კომენტარები

ბოლო ამბები