Thumbnail

OLO- აპარატი, რომელიც სისხლის ანალიზს 10 წუთში აკეთებს

  • OLO-ს სისხლის ანალიზისთვის სულ რამდენიმე წუთი სჭირდება
  • აპარატი ანალიზის შედეგებისთვის საჭირო ყველა პროცედურას თავად ასრულებს

სისხლის ჩაბარება ანალიზისთვის არცთუ სასიამოვნო პროცესია, შედეგს კი პაციენტი რამდენიმე დღე ელოდება. ებრაელი სპეციალისტების მიერ შექმნილი აპარატს ამ პროცედურისთვის სულ რამდენიმე წუთში სჭირდება. ანალიზის გასაკეთებლად  ერთი წვეთი სისხლია საჭირო, შედეგი კი 10 წუთში გახდება ცნობილი. აპარატი OLO კომპანია Sight Diagnostics-ის ინჟინრის იოსი პოლაკის და ბიოლოგ დანიელ ლევნერის გამოგონებაა.

OLO ტოსტერის ზომის აპარატია. ის  ერთჯერად კარტრიჯზე სისხლის წვეთის ანალიზს ახდენს. აპარატი აციფრულებს კარტრიჯზე მოხვედრილ სისხლს, ქმნის რამდენიმე ფერად გამოსახულებას, შემდეგ კი საქმეში სპეციალური ალგორითმი ერთვება, რომლის შექმნასაც გამოგონებელები ოთხი წელი მოუნდნენ. სამუშაოს მთლიანად აპარატი ასრულებს, ასე რომ დიაგნოსტიკას თავს არაპროფესიონალიც გაართმევს. გამომგონებლები ფიქრობენ, რომ აპარატი ექიმს საშუალებას მისცემს დაზოგოს დრო, ანალიზი საკუთარ კაბინეტში გააკეთოს და  პაციენტი ლაბორატორიაში აღარ გაუშვას.

2018 წელს აპარატმა გამოცდა ისრაელის სამედიცინო ცენტრ ზედეკში გაიარა. ამ ექსპერიმენტში 287 ადამიანი მონაწილეობდა. OLO-ს უკვე გააჩნია ევროკავშირის ხარისხის და უსაფრთხოების სერთიფიკატი. სტარტაპმა ამ ეტაპზე ინვესტორებისგან 27,8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. Sight Diagnostics ამჟამად დამატებითი სახსრების მოძიებას ცდილობს, რომ OLO-ს წარმოებაში გაშვება და გაყიდვა დაიწყოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები