Thumbnail

სამსუნგი ყველაზე თხელ ტაბლეტს გამოუშვებს

  • სამსუნგის ყველაზე თხელ ტაბლეტს ხმოვანი ასისტენტის, Bixby-ს მხარდაჭერა ექნება
  • ტელეფონის ზარების და მესიჯების მიღება ტაბლეტზეც იქნება შესაძლებელი

სამსუნგმა ახალი ტაბლეტი, Tab S5e დააანონსა, რომელიც კომპანიის ყველაზე მსუბუქი და თხელი ტაბლეტი იქნება - მისი სისქე 5,11 მილიმეტრია, წონა კი 400 გრამი. ოპერაციულ სისტემა Android 9 Pie-ზე მომუშავე Tab S5e სამსუნგის პირველი ტაბლეტია, რომელსაც ვირტუალური ხმოვანი ასისტენტის, Bixby 2.0-ის მხარდაჭერა ექნება. 

სამსუნგმა ასევე ახალი ფუნქცია, Call & Message Continuity წარადგინა, რომლის დახმარებით ტელეფონის ზარებისა და მესიჯების მიღება ტაბლეტზეც იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, Tab S5e აღჭურვილი იქნება სამუნგის multi-task DeX ტექნოლოგიით და “Super AMOLED” ეკრანით. ტაბლეტის ფასი 400$ იქნება.

კომპანიას არ აქვს მოლოდინი, რომ Tab S5e-თი დააინტერესებს მომხმარებლებს, რომელთაც სურთ, ტაბლეტი სამუშაოდ გამოიყენონ - ტაბლეტი გათვლილია მომხმარებლებზე, რომლებისთვისაც მობილური ტელეფონის ეკრანი ზედმეტად პატარაა ფილმების სანახავად, თამაშებისთვის და სხვადასხვა აპლიკაციების გამოსაყენებლად. ტაბლეტის ფუნქციები სწორედ ამ სამიზნე აუდიტორიაზეა მორგებული.

სამსუნგის ახალ ტაბლეტს 7,040 მილიამპერიანი ელემენტი ექნება, რაც 14,5 საათიან სამუშაო დროს გულისხმობს, თუმცა ტაბლეტის სამუშაო დრო შესაძლოა სხვადასხვა მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის განსხვავებული იყოს. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები