Thumbnail

NASA საკომუნიკაციო მოდულებს 3D ტექნოლოგიით დაამზადებს

  • NASA კოსმოსური მისიებისთვის საჭირო ხელსაწყოებს 3D პრინტერით დაბეჭდავს
  • 3D  პრინტერი საკომუნიკაციო მოდულის დამზადების პროცესს გაამარტივებს

NASA აპირებს გადახედოს კოსმოსური მისიებისთვის საჭირო ტექნიკის წარმოების პროცესს. სენსორების და საკომუნიკაციო მოდულების კონსტრუქციას კოსმოსური სააგენტო 3D პრინტერით დაბეჭდავს.

დღესდღეობით მსგავსი ხელსაწყოები, ისევე როგორც კოსმოსური მისიებისთვის საჭირო ყველა სხვა დეტალი ცალ-ცალკე იქმნება. ეს პროცესი შრომატევადია და  განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ხშირად შეცდომებიც ფიქსირდება. სწორედ ამიტომ NASA-ს ერთ-ერთი სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს 3D პრინტერის საშუალებით კოსმოსისთვის საჭირო ელექტრონიკის წარმოების პროცესი გაამარტივონ.ამ შემთხვევაში  ყველა საჭირო კომპონენტი ერთდროულად დაიბეჭდება. ერთ-ერთი პირველი, რასაც NASA 3D ტექნოლოგიით დაამზადებს კოსმოსიდან დედამიწაზე მონაცემების გადაცემის მოდულია.

NASA ასევე გეგმავს 3D ტექნოლოგიის გამოყენებას სპეციალური სენსორების დასამზადებლად, რომლებიც ასტრონავტის სკაფანდრში თავსდება და მისი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემებს აგროვებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები