Thumbnail

მარკ ცუკერბერგი “ციფრული განგსტერია” - დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

  • ბრიტანეთის პარლამენტი Facebook-ს რუსეთის მიერ არჩევნების მანიპულირების მცდელობების უგულებელყოფაში ადანაშაულებს
  • ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთის საარჩევნო კანონი შესაცვლელია

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Facebook-ი განზრახ არღვევდა ბრიტანეთის კონკურენციის შესახებ კანონს. პარლამენტი Facebook-ის მმართველებს "ციფრულ განგსტერებს" უწოდებს და ამბობს, რომ მათ არ უნდა ჰქონდეთ თვითრეგულირების უფლება.

პარლამენტის ციფრული კომუნიკაციების, კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის მიერ ჩატარებული 18 თვიანი გამოძიების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ Facebook-მა განზრახ თქვა უარი, შეეჩერებინა რუსეთის მიერ არჩევნების მანიპულირების მცდელობები.

“დემოკრატია რისკის ქვეშ დგას, როცა დაუდგენელი წყაროების მიერ მიზანმიმართული, დეზინფორმაციული რეკლამებით მუდმივად ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ისეთ დიდ პლატფორმებზე, რომელთაც ყოველდღე ვიყენებთ" - კომიტეტის თავმჯდომარე დამიან კოლინსი

ანგარიშის თანახმად:

  • Facebook-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან სამჯერ უგულებელყო პარლამენტის მოთხოვნა მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით, სანაცვლოდ კი მათთან სასაუბროდ კომპანიის ნაკლებად გამოცდილი წარმომდგენლები გააგზავნა, რომლებიც კომიტეტის კითხვებს ვერ პასუხობდნენ.
  • ბრიტანეთის საარჩევნო კანონი საკმარისად ეფექტური არ არის და არ ითვალისწინებს ოპოზიციური ძალების, მათ შორის რუსეთის მთავრობის მხრიდან დემოკრატიის დისკრედიტაციის მცდელობებთან გამკლავების გზებს.
  • ბრიტანეთის მთავრობამ უნდა წამოიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება, რათა დაადგინოს რამდენად ჰქონდა ადგილი გარე გავლენებს, დეზინფორმაციას და ამომრჩეველთა მანიპულირების მცდელობებს 2014 წლის შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე, 2016 წლის ევროკავშირის რეფერენდუმსა და 2017 წლის არჩევნებზე.

პარლამენტის წარმომადგენელი ცუკერბერგს მიმდინარე კვირას შეხვდება.

წყარო: The Guardian

კომენტარები

ბოლო ამბები