Thumbnail

გადასაკეცი ტელეფონების მომავალი - კომპანია TCL-ის წინასწარმეტყველება

  • გადასაკეცი ტელეფონების ფუტურისტული რენდერები გავრცელდა
  • მსგავსი მოდელები უახლოეს მომავალში სავარაუდოდ არ გამოვა

სამომავლოდ გადასაკეცი ტელეფონების უცნაურ ვარიანტებს შევხვდებით, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანია TCL-ის მიერ შექმნილი გადასაკეცი სმარტფონების და ტაბლეტების ფუტურისტული ვერსიები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული მოდელია სმარტფონი, რომელიც გადაკეცვის შემთხვევაში სამაჯურად იქცევა.

აღნიშნული მოდელების რეალურად გამოსვლას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. ამ ეტაპზე, პირველ რიგში მომხმარებლების მოწონება ბაზარზე უკვე გამოსულმა გადასაკეცმა ტელეფონებმა უნდა დაიმსახუროს. სხვადასხვა მწარმოებლები სავარაუდოდ სწორედ ამის შემდეგ შექმნიან გადასაკეცი ტელეფონების ახალ დიზაინებს.

გადასაკეცი ტელეფონის გამოშვება ბევრმა კომპანიამ დააანონსა, მათ შორის სამსუნგმა, თუმცა ბაზარზე ჯერ მხოლოდ Royale-ს FlexPai არის გამოსული. ამ მიმართულებით სიახლეების შესახებ სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დაგეგმილი Mobile World Congress-იდან შევიტყობთ.  

კომენტარები

ბოლო ამბები