Thumbnail

რობოტიკის მუზეუმი სეულში თავისით აშენდება

  • რობოტიკის მუზეუმს რობოტები ააშენებენ
  • მუზეუმი 2020 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას

სამხრეთ კორეაში, სეულში რობოტიკის მუზეუმის მშენებლობაზე გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული თურქული არქიტექტურული კომპანია melike altınışık architects (MAA) გახდა. რობოტიკის მუზეუმს თავად რობოტები ააშენებენ. კომპანია პროექტის კონცეფციას შემდეგნაირად განმარტავს: “რობოტიკის ახალი მუზეუმი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაში. მუზეუმში არამარტო რობოტები გამოიფინება, არამედ პირველი გამოფენა უშუალოდ რობოტების მიერ მუზეუმის მშენებლობის პროცესი იქნება.”

MAA თვლის, რომ მსგავსი ტიპის მუზეუმისთვის აღნიშნული კონცეფცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან შენობის დიზაინს შესაქნელად და მის ასაშენებლად თანამედროვე ტექნოლოგიებსა და რობოტიკაზე აქცენტის გაკეთება სწორედ მუზეუმის თავდაპირველ ფუნქციასთან არის თანხვედრაში.

რობოტიკის მუზეუმი სეულში სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს, პირადად გამოსცადონ უახლესი ტექნოლოგიები რობოტიკაში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, AR (augmented reality) და ჰოლოგრამა. მუზეუმში ასევე გაიმართება ტრენინგები ახალი რობოტების გასაცნობად და მათი მუშაობის სპეციფიკის წარსადგენად. გამარჯვებული პროექტის პრიორიტეტია, მშენებელ რობოტებს, მომსახურე პერსონალ რობოტებსა და ვიზიტორებს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდეს, რათა მუზეუმში ვიზიტის გამოცდილება მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს.

მუზეუმი 2020 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას, მშენებლობა კი 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები