Thumbnail

სამსუნგის გადასაკეცი ტელეფონი Galaxy Fold აპრილში გამოვა

  • გადასაკეცი ტელეფონი უკვე უფიციალურად დაანონსდა
  • Galaxy Fold-ის გამოყენება ტელეფონის და ტაბლეტის სახით არის შესაძლებელი

სამსუნგმა გადასაკეცი ტელეფონის გამოშვება ჯერ კიდევ ნოემბერში დააანონსა, 20 თებერვალს გამართულ Galaxy Unpacked-ზე კი Galaxy Fold უკვე ოფიციალურად წარადგინა. 

18.5 სმ-იანი ეკრანის გადაკეცვის შემთხვევაში Galaxy Fold ტაბლეტის ფორმიდან სტანდარტული ზომის ტელეფონად გარდაიქმნება. ტელეფონს ორი ელემენტი აქვს, რომელთა მოცულობა ჯამში 4,380 მილიამპერს შეადგენს. ტაბლეტი-სმარტფონი აღჭურვილია 16 მეგაპიქსელიანი სამმაგი უკანა კამერით და 10 მეგაპიქსელიანი წინა კამერით.

ტაბლეტის რეჟიმში ერთდროულად ეკრანზე სამი აპლიკაციის გახსნა არის შესაძლებელი. Galaxy Fold ოთხ სხვადასხვა ფერში იქნება ხელმისაწვდომი. ამერიკაში ტელეფონი გაყიდვაში 26 აპრილს გამოვა, ევროპაში კი 3 მაისს. ტელეფონის ფასი 1980 დოლარიდან დაიწყება. Galaxy Fold-ს სამსუნგის ახალი უკაბელო ყურსასმენები, Galaxy Buds-იც მოყვება.
 
სამსუნგის გარდა გადასაკეცი ტელეფონები სხვა კომპანიებმაც, მათ შორის Xiaomi-მ, Huawei-მ და Lenovo-მ დააანონსეს.

ასევე ნახეთ: გადასაკეცი ტელეფონების მომავალი - კომპანია TCL-ის წინასწარმეტყველება

კომენტარები

ბოლო ამბები