Thumbnail

გადასაკეცი ტელეფონის გამოშვებას Apple-იც გეგმავს

  • Apple-მა გადასაკეცი ტელეფონის დიზაინი 2018 წელს შექმნა
  • ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებს კომპანია მსგავსი ტელეფონების გამოშვებას

Apple-ი დასაკეცი ტელეფონის მონახაზის კონცეფციის დაპატენტებას ცდილობს. კონცეფციის დიზაინი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა, რაც ნიშნავს, რომ Apple-მა გადასაკეცი ტელეფონის შექმნაზე ფიქრი ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ სამსუნგი Galaxy Fold-ს დააანონსებდა.

მონახაზის ნაწილი


Apple-ის ტელეფონის მონახაზში ჩანს ეკრანი, რომელიც იკეცება ორ ან სამ ნაწილად. ეკრანის კონცეფცია არამარტო ტელეფონის, არამედ ტაბლეტის, ლეპტოპის და სხვა მოწყობილობების შესაქმნელადაც შეიძლება გამოიყენონ. “კარგი იქნებოდა, თუკი შევძლებდით მოქნილი ეკრანის გამოყენებას უკეთესი მოწყობილობების შესაქმელად” ნათქვამია კომპანიის საპატენტო განაცხადში, რომელიც ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, თუმცა განაცხადი ადასტურებს, რომ სხვა კომპანიებთან ერთად მობილური ტექნოლოგიების ამ ტრენდს სავარაუდოდ Apple-იც აყვება.
 
გადასაკეცი ტელეფონი Galaxy Fold სამსუნგმა გუშინ ოფიციალურად წარადგინა. ტელეფონის ღირებულება 2000 დოლარია. 5G გადასაკეცი ტელეფონის გამოშვება დააანონსა Huawei-მაც. სავარაუდოდ Huawei ტელეფონს ოფიციალურად მომავალ კვირას დაგეგმილ Mobile World Congress-ზე წარადგენს.

ასევე ნახეთ: გადასაკეცი ტელეფონების მომავალი - კომპანია TCL-ის წინასწარმეტყველება

კომენტარები

ბოლო ამბები