Thumbnail

გადასაკეც სმარტფონს Huawei-ც გამოუშვებს

  • Galaxy Fold-ს კონკურენტი გამოუჩნდა
  • Huawei-ს გადასაკეცი სმარტფონი 2,299 ევრო ეღირება

სამსუნგის Galaxy Fold-ის გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბაზარზე მისი კონკურენტი გამოჩნდა - Huawei-მ ახალი გადასაკეცი სმარტფონი, Mate X წარადგინა. Huawei-ს სმარტფონი Galaxy Fold-ზე უფრო თხელია და უფრო დიდი ეკრანი აქვს. 
 
Galaxy Fold-ის მსგავსად, Huawei-ს მოწყობილობის გამოყენება შეიძლება როგორც სმარტფონის, ასევე ტაბლეტის სახით. MateX-ის სისქე 5.4 მილიმეტრია, გადაკეცილ მდგომარეობაში კი 11 მმ. ტელეფონს აქვს 5G მხარდაჭერა, 4,500 მილიამპერიანი ელემენტი და Huawei-ს Kirin 980 პროცესორი. 
 
Huawei-ს წარმომადგენლის თქმით, Mate X-ის დიზაინს 100-ზე მეტი კომპონენტი აქვს და ის უკვე დაპატენტებულია. 8GB RAM-ის და 512GB შიდა მეხსიერების მქონე სმარტფონი რამდენიმე თვეში, 2,299 ევროდ გაიყიდება. 

ყველაფერი გადასაკეცი ტელეფონების შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები