Thumbnail

Nokia 9 PureView - სმარტფონი ხუთი კამერით

  • Nokia-ს ახალ სმარტფონს ხუთი კამერა აქვს
  • ექსპერტების თქმით, სმარტფონი ბაზარზე გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება

Nokia-ს ახალი სმარტფონი სურათის გადასაღებად ერთდროულად ხუთ კამერას იყენებს. კომპანია ირწმუნება, რომ ამ გზით მომხმარებლები შეძლებენ, გადაიღონ ფოტოები, რომლებშიც მაქსიმალურად არის შენარჩუნებული შუქი, ჩრდილები და ყველა სხვა კომპონენტი, რის შედეგადაც სხვა ტელეფონების ფოტოებთან შედარებით სურათებს უფრო სრულყოფილად დაამუშავებენ.

ტელეფონის ხუთივე კამერა 12 მეგაპიქსელიანია. კამერების გარდა, ტელეფონი აღჭურვილია კამერის ინფრაწითელი სენსორით. ექსპერტები თვლიან, რომ პროდუქტი ბაზარზე შესაძლოა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს. “მხოლოდ კამერის უპირატესობით ბაზარზე გასვლა გარანტირებულ წარმატებას არ  ნიშნავს, რადგან მაღაზიის კონსულტანტებმა არ იციან, როგორ აუხსნან მომხმარებლებს განსხვავება სმარტფონების კამერების სისტემებს შორის, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ სმარტფონის გაყიდვა არ არის მნიშვნელოვანი. Nokia-ს მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობა კვლავ გაზარდოს ინოვაციური მოწყობილობების შექმნით. შესაძლოა სწორედ ამ გზით გაიზარდოს ბრენდის საშუალო კლასის ტელეფონების გაყიდვა” - ექსპერტი ფრანცისკო ჯერონიმო

Nokia 9 PureView-ის გამოსვლა ბარსელონაში, Mobile World Congress-ზე დაანონსდა და მისი ფასი 699 დოლარია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები