Thumbnail

ფრანგული რაკეტა საეჭვოდ ჰგავს Space X-ის Falcon 9-ს

  • ფრანგებმა Space X-ს ტექნოლოგია მოპარეს?
  • ფრანგული რაკეტა Falcon 9-ს ანალოგია

ფრანგულმა კომპანია Ariane Group-მა საფრანგეთის კოსმოსური კვლევების ეროვნულ ცენტრთან ერთად( CNES) მრავალჯერად რაკეტა მატარებლის - Themis-ის პრეზენტაცია მოახდინა. პროექტზე  მუშაობა პროგრამა ArianeWorks-ის ფარგლებში მიმდინარეობს.

Themis მრავალჯერადი ძრავის Prometheus-ის ბაზაზე იმუშავებს.ფრანგული მხარის განცხადებით, რაკეტის გამშვები პლატფორმა  “ამ სფეროში რევოლუციური ტექნოლოგიების დანერგვის დემონსტრირებას მოახდეს”. თუმცა პორტალ ars technica-ს ეჭვი შეაქვს თუ რამდენად არის “რევოლუციური ტექნოლოგია” ფრანგული გამოგონება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპული რაკეტა ძალიან ჰგავს ამერიკული კომპანია Space X-ის ფლაგმან Falcon 9-ს. პორტალის შეფასებით, ფრანგული რაკეტის ძრავა ფაქტობრივად Space X-ის რაკეტა მატარებლის ძრავის-Merlin 1 D-ს ანალოგს წარმოადგენს. ფრანგულ რაკეტას Falcon 9-ს მსგავსი დასაჯდომი "ფეხები" აქვს, მისი პლატფორმაზე დაბრუნების ფორმატიც ამერიკული რაკეტის მსგავსია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპელი კომპანიები Space X-ის იდეებს მანამდეც იყებებდნენ. გასულ წელს საფრანგეთის კოსმოსური კვლევების ეროვნულ ცენტრში პროექტ Callisto-ს პრეზენტაცია შედგა. ეს პროექტი ბევრმა Space X-ის რაკეტა Grasshoper-ის ასლად მიიჩნია. ამ ფაქტის თაობაზე კოსმოსური კვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ჟან მარკ ასტორგს შეკითხვაც დაუსვეს. ასტორგმა მართლაც დაადასტურა,რომ Callisto Grasshoper-ის კოპიო იყო და იქვე დაამატა, რომ ანალოგიურ რაკეტას უკვე ჩინეთშიც აწყობდნენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები