Thumbnail

სამაჯური სმარტფონი შესაძლოა ტელეფონების მომავალი იყოს

  • სამაჯური სმარტფონები უკვე რეალობაა
  • სამომავლოდ ბაზარზე კომპანია Nubia-ს გააქტიურებას უნდა ველოდოთ

ჩინურმა კომპანია Nubia-მ “მაჯის სმარტფონი” გამოუშვა, რომელიც სტანდარტული სმარტ საათებისგან როგორც ფუნქციურად, ასევე ვიზუალურად განსხვავდება - საათისგან განსხვავებით, სამაჯური სმარტფონი უფრო მძიმე და დიდი მოცულობისაა.

ტელეფონი ბარსელონაში, ტელეფონების მსოფლიო კონგრესზე წარადგინეს. სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა ტელეფონის მწარმოებელმა დეტალების უახლოეს დღეებში გამხელა დააანონსა. 

Nubia-ს სმარტფონის კონცეფცია თანხვედრაშია გადასაკეცი და დრეკადი სმარტფონების განვითარების შესახებ კომპანია TCL-ის ხედვასთან. TCL-ის კონცეფციის გავრცელებასთან ერთად ითქვა, რომ სმარტფონი სამაჯურების ბაზარზე გამოსვლას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ, თუმცა, დიდი ალბათობით, Nubia-ს ტელეფონი ჩინეთში უახლოეს მომავალში უკვე გაიყიდება. 

2019 წლის განმავლობაში ბაზარზე Nubia-ს გააქტიურებას უნდა ველოდოთ - ჩინურმა კომპანიამ სამაჯური სმარტფონის გარდა Mini 5G ტელეფონი, ორეკრანიანი სმარტფონი და სხვა სიახლეები დააანონსა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები