Thumbnail

ათმაგი ოპტიკური ზუმი ტელეფონის კამერაზე უკვე რეალობაა

  • Oppo-ს ახალი ტელეფონის კამერას ათმაგი ოპტიკური ზუმის ფუნქცია აქვს
  • კამერა 48 მეგაპიქსელიანია 

საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებად ცნობილმა ჩინურმა კომპანია Oppo-მ ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress-ზე წარადგინა ტელეფონი, რომლის კამერას გამოსახულების ათმაგი ოპტიკური მიახლოვების ფუნქცია აქვს. 

ათმაგი ოპტიკური ზუმი ტელეფონში ამ დრომდე ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. ბაზარზე ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადი ტელეფონების კამერებს მხოლოდ ორმაგი ოპტიკური მიზუმების შესაძლებლობა აქვს. 

ათმაგი ოპტიკური ზუმის მისაღწევად კომპანიამ სმარტფონში სამი კამერა გააერთიანა. ტელეფონის უკანა კამერა 48 მეგაპიქსელიანია. კამერით შესაძლებელია კადრის 20-ჯერ მიახლოვებაც, თუმცა ათმაგი მიახლოვების შემდეგ ოპტიკური ზუმი ციფრული ზუმის რეჟიმზე გადადის, შესაბამისად გამოსახულება შედარებით უხარისხო ხდება.

Oppo ცნობილია ინოვაციური მობილური ტელეფონების შექმნით: თავდაპირველად კომპანიამ ხუთმაგი ოპტიკური ზუმის მქონე კამერიანი ტელეფონი გამოუშვა, შემდეგ მოტორიზებული კამერის მქონე Find X, ახლა კი ახალი ტელეფონი ათმაგი ოპტიკური ზუმის ფუნქციით. 

ტელეფონი გაყიდვაში წლის მეორე ნახევარში გამოვა. Oppo ტელეფონის საბოლოო დიზაინს ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები