Thumbnail

მოტოროლა გადასაკეც ტელეფონს გამოუშვებს

  • ტელეფონი შესაძლოა RAZR-ის განახლებული ვერსია იყოს
  • სმარტფონი ბაზარზე წლის ბოლომდე გამოვა

ახალი დღე, ახალი გადასაკეცი ტელეფონის ანონსი - მოტოროლამ დაადასტურა, რომ გადასაკეცი ტელეფონის გამოშვებას გეგმავს. ერთი თვის წინ დაანონსდა, რომ კომპანია თავისი საკულტო ტელეფონის, RAZR-ის ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავდა. შესაძლოა ახალ გადასაკეც ტელეფონს სწორედ RAZR-ის დიზაინი ჰქონდეს.

აღნიშნულს ადასტურებს მოტოროლას საპატენტო განაცხადში თანდართული ტელეფონის დიზაინის მონახაზებიც - სამსუნგისა და ჰუავეის გადასაკეცი ტელეფონებისგან განსხვავებით, მოტოროლას ტელეფონის ფორმა განსხვავებულია და იმეორებს RAZR-ის ტრადიციული მოდელის ფორმას, თუმცა ძველი მოდელისგან განსხვავებით, ახალი ტელეფონის გაშლის შემთხვევაში კლავიატურის ადგილსაც ეკრანი იკავებს.

კომპანიამ Engadget-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტელეფონი ბაზარზე სხვა კომპანიების მსგავსი მოდელების გამოსვლასთან ერთად გამოჩნდება, შესაბამისად ტელეფონი სავარაუდოდ წლის ბოლომდე გამოვა, რადგან სამსუნგის Galaxy Fold-ის გამოსვლა აპრილში, Huawei-ს Mate X-ის კი რამდენიმე თვეშია დაგეგმილი.

ყველა სიახლე გადასაკეცი ტელეფონების შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები

ბოლო ამბები