Thumbnail

ტელეფონებს QWERTY კლავიატურა დაუბრუნდება

  • QWERTY კლავიატურის მქონე ტელეფონები ბრუნდება
  • Pro1 649 დოლარი ეღირება

ლონდონურმა სტარტაპმა F(x)tec-მა ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congres-ზე QWERTY კლავიატურის მქონე ტელეფონი, Pro1 წარადგინა. სტარტაპის მიზანია “მომხმარებლებს კლავიატურა დაუბრუნოს”.

“სენსორული ეკრანის გამოყენება ვერ მოგვანიჭებს კმაყოფილების ისეთ შეგრძნებას, როგორც ნამდვილი ღილაკები” - ამბობენ სტარტაპერები. Pro1-ს გვერდზე ცალკე ღილაკი აქვს ფოტოების გადასაღებადაც.

ტელეფონის დიზაინის შემქმნელი, ლიაჩენ ჩენი ამბობს, რომ კომპანია BlackBerry-ს ტელეფონების ფანია, თუმცა მისი დიზაინი უფრო მეტად Nokia-ს მიერ დაანონსებული ერთ-ერთი ტელეფონის პროტოტიპითაა შთაგონებული, რომელიც შემდგომ ბაზარზე აღარ გამოსულა.

F(x)tec Pro1 გაყიდვაში ივლისიდან გამოვა და მისი ფასი 649 დოლარი იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები