Thumbnail

FedEx კურიერად რობოტს დაასაქმებს

  • FedEx კურირულ მომსახურებისთვის ზაფხულიდან რობოტებს გამოიყენებს
  • რობოტი SameDay-ს  ჭკვიანი ნავიგაციის სისტემა გააჩნია

FedEx, რომელიც საფოსტო და კურიერულ მომსახურებას ეწევა, შეერთებული შტატების უდიდეს კომპანიებს შორის ორმოცდამეათე ადგილს იკავებს. 2019 წლის ზაფხულიდან FedEx-ში რობოტი კურიერი SameDay დასაქმდება. SameDay-მ კომპანიაში ეგრეთ წოდებული “ბოლო მილის” პრობლემა უნდა მოაგვაროს. სულ მალე  მისამართზე ამანთების მისატანად ფურგონის გაშვების ნაცვლად ამ მისიას მინიატურულ რობოტს დააკისრებენ. ქალაქში გადატვირთული მოძრაობის და საცობების პირობებში SameDay-მ ამოცანას უფრო სწრაფად უნდა გაართვას თავი, ვიდრე ავტომობილმა.

SameDay ბორბლებზე მოძრავი პატარა კონტეინერია. მას დაევალება შედარებით უფრო პატარა მოცულობის ტვირთის,  მაგალითად სუპერმარკეტიდან პროდუქტების ან აფთიაქიდან წამლების მისამართზე მიტანა. SameDay აღჭურვილია კამერებით და ლიდარებით, რისი დახმარებითაც რობოტი ქალაქის პირობებში კარგად მანევრირებს და მარტივად არიდებს თავს ადამიანებს, ცხოველებს ან ტრანსპორტს. ოთხბორბლიან რობოტს დამატებითი ბორბლებიც აქვს, რომლებიც კიბეზე ასვლაში ეხმარება. SameDay ამანათს კონტეინერში ინახავს, კლიენტებს და გამვლელებს კი ორი მცირე ზომის დისპლეის მეშვეობით ეკონტაქტება. თუ რობოტი მოხვევას ან გაჩერებას დააპირებს უკანა ეკრანზე მოქმედება წინასწარ აისახება.

პირველი ქალაქი, სადაც FedEx კურიერი რობოტის მომსახურებას გამოიყენებს მემფისია. კომპანია ქალაქის ადმინისტრაციისგან ნებართვის გაცემას ელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები