Thumbnail

SONY ახალ ბარათებს უშვებს - სამჯერ უფრო სწრაფი ვიდრე წინა თაობა

კახა მშვიდობაძე პროფილის ფოტო
კახა მშვიდობაძე
  • CFexpress წაკითხვის სიჩქარეა 1700 მბ/წ (!) 
  • ბარათები გაყიდვაში ზაფხულიდან ჩაეშვება

ბოლო ტენდენციებით მეხსიერების ბარათები ორი მიმართულებით ვითარდება. პირველი ეს არის მოცულობის ზრდა (მაგალითად sandisk და Lexar-ის 1 ტერაბაიტიანი ბარათები) მეორე კი -  ჩაწერის და წაკითხვის სიჩქარის გაზრდაა.

27 თებერვალს, იაპონურმა კომპანიამ SONY ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ბარათის დამზადების შესახებ გამოაცხადა. ის 3-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე კომპანიის წინამორბედი ბარათები. მისი მოცულობაა 128GB, წაკითხვის სიჩქარე 1700 მბ/წ, ჩაწერის კი 1480მბ/წ. Sony CFexpress ბარათი არის Type B  და სტანდარტიზირებულია CompactFlash Association მიერ. ბარათი  შექმნილია პროფესიონალური  და ინდუსტრიული მოხმარებისთვის. 

ამჟამად მხოლოდ 128GB ტევადობის მეხსიერების ბარათებია შექმნილი, უახლოეს მომავალში 256 და 512 GB-ების გამოშვებაც იგეგმება. ბარათი დაცულია X-ray დასხივებისგან და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, არის ანტი სტატიკი. იაპონურმა კომპანიამ სწრაფი ბარათის პარალელურად გამოუშვა მისი წამკითხავი მოწყობილობაც - MRW-G1.

რაც შეეხება CFexpress-ის ფასს, ის ჯერ არ არის ცნობილი, ბარათები გაყიდვაში ზაფხულიდან ჩაეშვება.

კომენტარები

ბოლო ამბები