Thumbnail

Samsung Galaxy S10-ს ეკრანის დამცავი ქარხნულად მოყვება

  • Gaxaly S10-ს და S10 Plus-ს სპეციალური ეკრანის დამცავი მოყვება
  • ეკრანის დამცავზე გარანტია არ მოქმედებს

სამსუნგმა დაადასტურა, რომ ახალი Galaxy S10-ს და S10 Plus-ს ეკრანის დამცავი ყიდვის დროს უკვე დაკრული ექნება. კომპანიის თქმით, ტელეფონებს ეკრანის დამცავი მოყვება, რადგან ბაზარზე აღნიშნული მოდელებისთვის შესაბამისი დამცავის პოვნა რთული იქნება. ასევე, S10-ის და S10 Plus-ის თითის ანაბეჭდის სენსორი სტანდარტული ეკრანის დამცავით არ მუშაობს. დამცავის გარეშე გაიყიდება კომპანიის მიერ დაანონსებულ Galaxy სერიის მე-3 მოდელი, S10E, რადგან კომპანიის თქმით ტელეფონის ფორმა სტანდარტულია და ბაზარზე მისი შესაბამისი დამცავები ხელმისაწვდომია. 

საუბარია არა შუშის, არამედ სტანდარტულ ეკრანის დამცავზე, რომელიც რამდენიმეთვიანი მოხმარების შემდეგ გამოცვლას საჭიროებს და ეკრანის დასაცავად ნაკლებად ეფექტურია. ეკრანის დამცავს არ მოყვება გარანტია და კომპანიაც ვერ აკონკრეტებს, რამდენი ხნის განმავლობაში შეძლებს ქარხნული დამცავი თავისი ფუნქციის შესრულებას.
 
Galaxy S10-ის და S10 Plus-ის დამცავები ცალკე, 30 დოლარადაც გაიყიდება.

კომენტარები

ბოლო ამბები