Thumbnail

AirPods 2 შესაძლოა 29 მარტს გამოვიდეს

  • შესაძლოა ახალი AirPods მარტის ბოლოს გამოვიდეს
  • ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის

ესპანურენოვანი წყარო Applesfera ირწმუნება, რომ Apple-ის უკაბელო ყურსასმენების ახალი ვერსია, AirPods 2 29 მარტს გამოვა. გამოცემის თანახმად, Apple-ის თანამშრომლისგან, რომელსაც კომპანიის ლოჯისტიკისა და პროდუქციის მარაგის მართვის პროგრამაზე აქვს წვდომა, მიიღეს ე.წ. სქრინშოთი, რომელზეც ჩანს, რომ AirPods-ის ძველი ვერსიის სარეალიზაციო ვადა 28 მარტს მთავრდება. 
 
ამ დრომდე სხვა წყაროებმაც არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ Apple უკაბელო დამტენის, AirPower-ის, AirPods 2-ის და ახალი iPad-ების გამოშვებას სწორედ 29 მარტს აპირებს. 
 
იმის გათვალისწინებით, რომ გამოცემა Onleaks-ის თანახმად AirPods 2 შემოდგომამდე არ გამოვა, არსებობს ვერსიაც, 29 მარტის ღონისძიებაზე არა AirPods 2-ს, არამედ მხოლოდ არსებული AirPods-ის განახლებულ ფუნქციას, უკაბელო დატენვას წარადგენენ.

კომენტარები

ბოლო ამბები