Thumbnail

10 წლის შემდეგ ზაფხულში არქტიკაში ყინული შეიძლება აღარ იყოს

  • აშშ-ს გეოფიზიკური კავშირის მკვლევარების შეფასებით არქტიკაში ყინულის მასა კატასტროფული სისწრაფით ქრება
  • რამდენიმე ათწლეულში შესაძლოა ზაფხულის პერიოდში არქტიკაში ყინულის საფარი საერთოდ აღარ იყოს

ამერიკის გეოფიზიკური კავშირის მეცნიერებმა გლობალური დათბობის ფონზე არქტიკის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე კვლევა ჩაატარეს. კვლევის ავტორების შეფასებით, რეგიონი, რომლის ეკოსისტემაც კლიმატური ცვლილებების მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა, უახლოეს ათწლეულებში ზაფხულში ყინულის საფარს საერთოდ დაკარგავს.

კვლევის მიხედვით, თუ სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდა გაგრძელდა 2030-დან 2050 წლამდე მონაკვეთში ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულში ყინული აღარ იქნება. წინასწარი შეფასებით უფრო სავარაუდოა, რომ ეს პროცესი 2030 წლისთვის მოხდეს, ვიდრე 2050-ში.

ყინულის გაქრობა რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს. არქტიკის უნიკალური ფაუნა, მათ შორის თეთრი დათვები გადაშენების წინაშე აღმოჩნდებიან. ეს პროცესი პლანეტის სხვა რეგიონებსაც დააზარალებს. ბოლო წლებში ატმოსფეროში სათბური აირების გამოფრქვევის შემცირების მცდელობის მიუხედავად, ვითარება მაინც კრიტიკულია-აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

 

კომენტარები

ბოლო ამბები