- ხომალდმა Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხუთი დღე უნდა დაჰყოს
- მისიის წარმატების შემთხვევაში NASA ხომალდს ასტრონავტების გადასაყვანად გამოიყენებს
Space X-ის ხომალდმა Crew Dragon, რომელიც ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასაყვანად არის გამიზნული, პირველი ფრენა განახორციელა. ხომალდის ბორტზე პირველი მისიის დროს ასტრონავტების ნაცვლად მანეკენი რიპლი იმყოფება. Space X კომპანიისთვის ისტორიული მოვლენის პირდაპირ ტრანსლაციას გადასცემდა.
რაკეტის სტარტი წარმატებულად შეფასდა. Crew Dragon-ს კოსმოსური სადგურამდე მისასვლელად ერთი დღე დასჭირდა. მისიის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა.ხომალდი სადგურთან ხუთ დღეს დაჰყოფს და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდება. ამ მისიით Space X-მა უნდა დაამტკიცოს, რომ Crew Dragon ასტრონავტების გადასაყვანად უსაფრთხოა. მანეკენი რიპლი და ხომალდის კორპუსი სპეციალური სენსორებით არის აღჭურვილი, რომლებიც ფრენის დროს სხვადასხვა პარამეტრებს შეაფასებენ. NASA-ში აცხადებენ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ხომალდის კოსმოსური სადგურიდან დაბრუნების დროს ატმოსფეროში შესვლაა. თუ მისია წარმატებით დასრულდა, აპრილში Crew Dragon-ის ავარიულ სისტემას გამოცდიან და ხომალდი პილოტირებული ფრენისთვის მზად იქნება.

მისიის წარმატების შემთხვევაში ამერიკელ ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Crew Dragon გადაიყვანს. Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ ასტრონავტები სადგურზე რუსული “სოიუზის” რაკეტებს გადაყავთ. NASA-ს მიზანია რუსულ მხარეზე დამოკიდებული აღარ იყოს.
კომენტარები