Thumbnail

ოკეანის სიღრმის შესასწავლად NASA წყალქვეშა დრონს გამოიყენებს

  • წყალქვეშა აპარატი NASA-მ და ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიულმა ინსტიტუტმა შექმნეს  
  • აპარატმა პირველი გამოცდა ატლანტის ოკეანეში წარმატებით გაიარა

ის თუ რა ხდება ოკეანეში 6-დან 11 კილომეტრამდე სიღმეში მეცნიერებმა ნაკლებად იციან. NASA-მ და ვუდს ჰოლის ოკეანოგრაფიულმა ინსტიტუტმა( მასაჩუსეტსის შტატი) მსოფლიო ოკეანის სიღმის შესასწავლად  ერთობლივი პროექტი დაიწყეს. მინიატურული წყალქვეშა დრონი, რომელსაც მეცნიერებმა “ორფეოსი” უწოდეს, სწორედ ამ მიზნით დაამზადეს. პროექტისთვის მილიონ 200 ათასი დოლარია გამოყოფილი.

ინჟინრების მიზანი იყო მაქსიმალურად პატარა და კომპაქტური აპარატის დამზადება. “ორფეოსი” მხოლოდ 280 კილოგრამს იწონის. წყალქვეშა დრონს პირველი გამოცდა კეიპ კოდის ნახევარკუნძულთან მოუწყეს. "ორფეოსი" 176 მეტრის სიღრმეზე ჩავიდა და მისი ავტონომიური სისტემები გამართულად მუშაობდა. აპარატს გააჩნია ოთხი კამერა და კომპიუტერი, რომელიც მიღებული გამოსახულების ანალიზს აკეთებს. “ორფეოსი” ასევე აღჭურვილია სენსორით, რომელიც ზღვის წყლის შემადგენლობას ადგენს.

NASA-ში ფიქრობენ, რომ მომავალში აპარატი შესაძლებელია არა მხოლოდ დედამიწის ოკეანის სიღრმის შესასწავლად, არამედ სხვა პლანეტების გამოსაკვლევადაც გამოიყენონ. პირველ რიგში ეს ეხება იუპიტერის თანამგზავრ ევროპას. ევროპის შესწავლა თავდაპირველად დედამიწაზე არსებული ტელესკოპებით ხდებოდა, მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან კი კოსმოსური მისიების შედეგად ასტრონომებმა ობიექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს. ევროპა მთვარეზე ოდნავ მცირეა. მისი ზედაპირი ყინულისგან შედგება და გლუვია. სწორედ აქედან წარმოიშვა ჰიპოთეზა, რომ მის ქვეშ არსებობს ოკეანე, სადაც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები