Thumbnail

ტესლას ახალი ელექტრომობილი Model Y 14 მარტს გამოვა

  • Model Y-ს 14 მარტს წარადგენენ
  • ახალი ელექტრომობილის ზუსტი ფასი ჯერჯერობით უცნობია

ტესლამ დააანონსა, რომ ახალ ავტომობილს, Model Y-ს 14 მარტს, ლოს ანჯელესში წარადგენს. ამის შესახებ ტესლას დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ელონ მასკმა Twitter-ზე დაპოსტა. Model Y ტესლას დაარსების შემდეგ გამოსული მე-5 ელექტრომობილია. 

მასკის თქმით, ახალი ელექტრომობილის ნაწილების 75% Model 3-ის ნაწილების ანალოგიურია. ასევე, Model Y ზომაში 10%-ით უფრო დიდია, Model-3 თან შედარებით დაახლოებით 10%-ით ძვირი ეღირება და მცირედით ნაკლები გამავლობა ექნება. 
 
მანქანის მახასიათებლების და ფასის შესახებ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. ახალი ელექტრომობილი მას შემდეგ დააანონსეს, რაც Model 3-ის გაყიდვაში ახალ ფასად, 35.000 დოლარად გამოვიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები