Thumbnail

Huawei აშშ-ს მთავრობის წინაამღდეგ სარჩელს ამზადებს

  • Huawei-ს აშშ-ს მთავრობასთან დაპირისპირება სასამართლოში გადააქვს
  • კომპანია სარჩელს სავარაუდოდ ამ კვირაში შეიტანს

ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინაამღდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. New York Times ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომპანია სარჩელს ტეხასის შტატის აღმოსავლეთ ოლქში შეიტანს, სწორედ იქ, სადაც Huawei-ს აშშ-ს ოფისია განლაგებული. სავარაუდოდ კომპანიის წარმომადგენელი სარჩელის შეტანის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად ამ კვირაში გააჟღერებს.

ამ გადაწყვეტილებით Huawei ცდილობს კონფლიქტი აშშ-ს მთვარობასთან საჯარო სფეროში გადაანაცვლოს. ამავე დროს კომპანიას სურს თავი დაიცვას აგრესიული კამპანიისგან, რომელიც მის წინაამღდეგ შეერთებულ შტატებში დაიწყო. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ Huawei-ს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები პეკინმა შესაძლოა შპიონაჟისთვის და კომუნიკაციების მუშაობის შეფერხებისთვის გამოიყენოს. ჩინური კომპანია ამ ბრალდებებს უარყოფდა. მიუხედავად ამისა,  დიდმა ოპერატორებმა როგორიცაა Verizon და AT&T-მ Huawei-ს დანადგარების გამოყენებისგან თავი შეიკავეს.მოსარჩელე მხარე ასევე მოითხოვს საკანონმდებლო შეზღუდვების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ს აღმასრულებელ ორგანოებს აეკრძალათ Huawei-ს და კიდევ ერთი ჩინური კომპანია ZTE-ს ტექნოლოგიის გამოყენება.შეერთებული შტატების ოფიციალური პირები მოკავშირე ქვეყნების მთავრობებსაც მოუწოდებენ უარი თქვან Huawei-სთან თანამშრომლობაზე.

ოფიციალური ვაშინგტონი Huawei-ს ტექნოლოგიების მოპარვაშიც ადანაშაულებს. შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ბრალდებაში აღნიშნულია, რომ Huawei-მ მოიპარა T Mobile-ის ტექნოლოგიები, რომელსაც კომპანია სმარტფონების გატესტვისთვის იყენებდა. კანადაში დაკავებული Huawei-ს ფინანსურ დირექტორ მენ ვანჩჟოუს აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება.

კომენტარები

ბოლო ამბები