Thumbnail

ისრაელის კოსმოსურმა ხომალდმა დედამიწასთან “სელფი” გადაიღო

  • “სელფი” დედამიწიდან 37,600 კილომეტრის დაშორებით არის გადაღებული
  • მთვარეზე კოსმოსური აპარატის გაშვებას ინდოეთი და იაპონიაც გეგმავს

ისრაელიდან მთვარეზე კოსმოსური მისიით გაშვებულმა ხომალდმა დედამიწაზე “სელფი” გამოაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას მისიის ხელმძღვანელები ავრცელებენ. ფოტო, რომელზეც დედამიწის ფონზე კოსმოსური ხომალდის, Beresheet-ის ნაწილია გამოსახული, ისრაელში 37,600 კილომეტრის მანძილიდან გამოიგზავნა. კოსმოსურ ხომალდზე ვხედავთ ისრაელის დროშას წარწერით small country big dreams (პატარა ქვეყანა დიდი ოცნებები).

კოსმოსური ხომალდი დედამიწიდან 22 თებერვალს გაუშვეს. გეგმის თანახმად, კოსმოსური მისია მთვარეზე 11 აპრილს უნდა დასრულდეს. ამ დრომდე კოსმოსური ხომალდი მთვარეზე წარმატებით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, საბჭოთა კავშირს და ჩინეთს აქვს გაშვებული და ამ სიას დიდი ალბათობით მალე ისრაელიც შეემატება.

კოსმოსურ ხომალდს მთვარეზე "დროის კაფსულა" მიაქვს, რომელიც "ადამიანთა კოლექტიურ ცოდნას" იტევს. ჩინეთისა და ისრაელის შემდეგ მთვარეზე კოსმოსური აპარატის გაშვებას ინდოეთი და იაპონია გეგმავს.

ასევე ნახეთ: ჩინეთის შემდეგ მთვარეზე კოსმოსურ მისიას ისრაელი აგზავნის

კომენტარები

ბოლო ამბები