Thumbnail

Pininfarina Battista- უნიკალური იტალიური ელექტრომობილი

  • იტალიურმა კომპანიამ ჟენევის გამოფენაზე ჰიპერკარი Pininfarina Battista წარმოადგინა
  • Pininfarina Battista ელექტრომობილია, რომელსაც 1900 ცხენის ძალა გააჩნია

Pininfarina Battista ჟენევის ავტომობილების გამოფენის მთავარი სენსაციაა. იტალიური კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ეს არის ყველაზე მძლავრი ავტომობილი, რომელიც იტალიაში ოდესმე აუწყვიათ. Pininfarina Battista-ს 1900 ცხენის ძალა გააჩნია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია, 100 კმ/სთ-ის განსავითარებლად კი ავტომობილს ორ წამზე ნაკლები სჭირდება. რაც ყველაზე მთავარია- Pininfarina Battista ელექტრომობილია. დატენვის შემდეგ იტალიურ ჰიპერკარს 450 კილომეტრის გავლა შეუძლია.

Pininfarina Battista-ს იტალიური კომპანია შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. დაგეგმილია 150 ელექტრომობილის აწყობა. ელექტრო ჰიპერკარის ფასი 2 მილიონი ევრო იქნება.  

Pininfarina S.p.A. 1930 წელს დიზაინერმა და ინჟინერმა ჯოვანი ბატისტა ფარინამ დააფუძნა. კომპანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში რამდენიმე გამორჩეული ავტომობილი აქვს შექმნილი.

კომენტარები

ბოლო ამბები