Thumbnail

სამსუნგი კიდევ ორ გადასაკეც ტელეფონს გამოუშვებს

  • სამსუნგი გადასაკეცი ტელეფონების გამოშვებას აგრძელებს
  • ახალ ტელეფონებს Galaxy Fold-ისგან განსხვავებული დიზაინი ექნება

სამსუნგი კიდევ ორი გადასაკეცი ტელეფონის გამოშვებას გეგმავს, რომელთა დიზაინი დაანონსებული Galaxy Fold-ისგან განსხვავებული იქნება. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს. 

Galaxy Fold წიგნივით იშლება და სმარტფონიდან ტაბლეტად გარდაიქმნება, ერთ-ერთი ახალი მოდელი კი სავარაუდოდ Huawei-ს Mate X-ის მსგავსად საპირისპირო მიმართულებით გადაიკეცება. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მოდელი Motorolla-ს ტელეფონის მსგავსად, ვერტიკალურად გაიშლება და შედარებით პატარა გარე ეკრანი ექნება. 
 
Samsung Galaxy Fold აპრილში გამოვა. ამ დრომდე სამსუნგი სავარაუდოდ სმარტფონის ეკრანის დახვეწაზე იმუშავებს, რადგან ახალი გადასაკეცი ტელეფონის ეკრანი ექსპერტების შეფასებით გაშლილ მდგომარეობაში ერთგვაროვანი და სიმეტრიული არ არის. ასევე, ბლუმბერგის ცნობით, შესაძლოა კომპანიამ მომხმარებლებს ეკრანის უფასოდ შეცვლის სერვისიც შესთავაზოს.

Samsung Galaxy Fold-ის ეკრანი

 

კომენტარები

ბოლო ამბები