Thumbnail

Apple-ისთვის დრეკად შუშის ეკრანს შექმნიან

  • დრეკადი შუშის ეკრანი დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა
  • შუშის სისქე სავარაუდოდ 0.1 მმ იქნება

შუშის მწარმოებელი კომპანია Corning, რომელიც Apple-თან თანამშრომლობს, შუშის ეკრანის დრეკად ვერსიაზე მუშაობს, რომელიც დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა. ინფორმაციას The Verge ავრცელებს. Corning-ის გენერალური მენეჯერის თქმით, დიდი გამოწვევაა, შექმნან თხელი შუშა, რომელიც დრეკადობას ეკრანის დაზიანების გარეშე შეინარჩუნებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამსუნგის Galaxy Fold-ის და ჰუავეის Mate X-ის შემდეგ გადასაკეცი ტელეფონის გამოშვებას Apple-იც აპირებს. შესაძლოა Corning-ის გეგმებიც აღნიშნულთან იყოს კავშირში. სამსუნგის და ჰუავეის სმარტფონ-ტაბლეტებს პლასმასის ეკრანები აქვს.

“დრეკადი შუშის შექმნის მცდელობა ფიზიკის კანონების წინააღმდეგ წასვლასაც გულისხმობს” -  Corning-ის გენერალური მენეჯერი

კომპანიის თქმით, მათი მიზანია 3-დან 5 მილიმეტრამდე გადაკეცვის რადიუსის მქონე და 0.1 მმ სისქის შუშის შექმნა, რაც მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, 6-დან 10 მმ-მდე სისქის გადასაკეცი ტელეფონები შექმნან.
 
შუშის დრეკადი ეკრანის წარმატებით შექმნის შემთხვევაში, გაუმჯობესებული დიზაინისა და გამძლეობის ტელეფონების შესაქმნელად მას Apple-ის გარდა სხვა კომპანიებიც გამოიყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები