Thumbnail

მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც საზოგადოებას პლატფორმის გარდაქმნის შესახებ თავის ხედვას უზიარებს.

რა თქვა მარკ ცუკერბერგმა?

  • "ფეისბუქის და ინსტაგრამის დახმარებით ადამიანებს მეგობრებთან და საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია გაუმარტივდათ, რაც პლატფორმას დაახლოებით ქალაქის მოედნის ციფრულ ექვივალეტად აქცევს, თუმცა ხალხის მხრიდან მისაღები ოთახის მასშტაბის, უფრო პირადი სივრცის არსებობაზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნაა."
  • “ფეისბუქის უფრო დახურულ სივრცედ გარდაქმნა გულისხმობს, რომ პლატფორმა არ შეინახავს მომხმარებლების შესახებ სენსიტიურ მონაცემებს ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ადამიანთა უფლებების დაცვა და გამოხატვის თავისუფლება პრობლემატური საკითხია."
  • “ამ პრინციპის გატარება შეიძლება გულისხმობდეს, რომ პლატფორმის გარკვეული სერვისები რეგიონალურად შეიზღუდება. ეს არის შეთანხმება, რომელზეც მზად ვართ, წავიდეთ.”
  • “მჯერა, რომ უნდა ვმუშაობდეთ იმისთვის, რომ შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებენ, ჰქონდეთ კერძო საუბრები ონლაინ და ცხოვრობდნენ თავისუფლად, რადგან ეცოდინებათ, რომ მათ მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ნახავს მხოლოდ ის, ვისაც თავად მისცემს მასზე წვდომას და ინფორმაცია სამუდამოდ არ შეინახება”
  • "თუკი შევძლებთ, დავეხმაროთ მსოფლიოს ამ მიმართულებით განვითარებაში, ამაყი ვიქნები, რომ ამაში წვლილი შევიტანეთ.

მარკ ცუკერბერგს თავისი ხედვის აღსრულების ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი თქმით ცვლილებები “უახლოეს წლებში” განხორციელდება.

შეფასება

BBC-ის რეპორტიორი, ზოი კლაინმანი ცუკერბერგის მიმართვას აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული შესაძლოა პლატფორმის ახალი მიმართულებით განვითარებაზე მიგვანიშნებდეს. მისი თქმით, შესაძლოა ხალხის ნაწილს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ პირადი მონაცემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი სკანდალის შემდეგ მარკ ცუკერბერგი საბოლოოდ ითვალისწინებს მათ უკუკავშირს და პლატფორმაზე ცვლილებებს ამის გამო აანონსებს, თუმცა შესაძლოა კომპანიის დირექტორმა საფრთხე იგრძნო სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისგან, რომელთაც სურთ, პლატფორმას საკანონმდებლო დონეზე დაუწესონ რეგულაციები მონაცემთა უფრო ეფექტური დაცვისთვის, და პლატფორმის გადარჩენას ამ გზით, ნებაყოფლობით ცდილობს.

ასევე ნახეთ: "მარკ ცუკერბერგი ციფრული განგსტერია"

კომენტარები

ბოლო ამბები