Thumbnail

Tesla-ს ახალი ტექნოლოგია ელექტრომობილის დატენვის დროს ორჯერ ამცირებს

  • Tesla-მ კალიფორნიაში ელექტრომობილებისათვის მესამე თაობის Supercharger V3 სადგური გახსნა
  • ახალი სადგური ელექტრომობილის დატენვის დროს ორჯერ შეამცირებს

კალიფორნიის ქალაქ ფრიმონტში Tesla-მ მესამე თაობის დამტენი სადგური გახსნა. ახალი სადგური Supercharger V3 ორჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ამჟამად ექსპლოატაციაში მყოფი ელექტრომობილის დასამუხტი სადგურები. Supercharger 3-ის სადგურზე 5 წუთი დატენვის შემდეგ ელექტრომობილს 120 კილომეტრის გავლა შეუძლია.


თანამედროვე სადგურების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის დატენვის დროს სიმძლავრე კლებულობს. სიმძლავრის ორჯერ გაზრდა კაბელის ახალი კონსტრუქციის საშუალებით მოხერხდა. ახალ სადგურს არ დასჭირდება ენერგიის გადანაწილება ავტომობილებს შორის და ელექტრომობილი მაქსიმალურ სიმძლავრეზე დაიტენება.

Supercharger V3-ის სადგურების გახსნას Tesla აპრილიდან გეგმავს. თავდაპირველად ახალი თაობის სადგურების ამოქმედება შეერთებულ შტატების ტერიტორიაზეა დაგეგმილი. 2019 წლის შემოდგომიდან კომპანია Supercharger V3-ის სადგურებს ევროპაში და აღმოსავლეთ აზიაში გახსნის. ამ სიახლის დანერგვით Tesla ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერის პოზიციას განიმტკიცებს, რადგან Supercharger V3-ის მსგავსი ეფექტური და სწრაფი დამტენი სადგურები სხვა კომპანიებს არ აქვთ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები