Thumbnail

Koenigsegg Jesko - ჟენევის ავტოსალონის სენსაცია

  • შვედურმა კომპანიამ ახალი სპორტული ჰიპერკარი წარმოადგინა
  • Koenigsegg-ში ირწმუნებიან, რომ Jesko ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდება

2019 წლის ჟენევის ავტოსალონის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია შვედური Koenigsegg-ის სპორტული ავტომობილი Jesko გახდა. Jesko-ს შვედური კომპანიის ცნობილი ჰიპერკარის Agera-ს მემკვიდრედ ასახელებენ. 2017 წელს Koenigsegg Agera RS-მა ნევადაში ავტოსტრადაზე 447 კმ/სთ სისწრაფე განავითარა და Bugatti Veyron-ის რეკორდი მოხსნა, რომელიც ფრანგული ავტომწარმოებლის სუპერკარმა 2010 წელს დაამყარა. შვედურ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ Koenigsegg Jesko-ს შეუძლია 480 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს ანუ ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდეს.

ჩვეულებრივ სასწვავზე Jesko-ს სიმძლავრე 1280 ცხენის ძალაა. ბიოეთანოლ E85-ის გამოყენების შემთხვევაში სიმძლავრე 1600 ცხენის ძალას აღწევს. ავტომობილი აღჭურვილია 5.0 ლიტრიანი V8 ძრავით.

აღსანიშნავია, რომ Jesko-მ სახელი კომპანიის დამფუძნებლის კრისტიან ფონ კიონიგსეგის მამის საპატივცემულოდ მიიღო. ავტომობილის წარმოება 2020 წელს დაიწყება. Koenigsegg მხოლოდ 125 ავტომობილს გამოუშვებს. Jesko-ს ღირებულება სამი მილიონი დოლარია.

კომენტარები

ბოლო ამბები