Thumbnail

Samsung-მა ანონსის გარეშე კიდევ სამი სმარტფონი წარადგინა

  • სმარტფონები დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში გამოვა
  • კომპანიას დაუგეგმავად აქამდეც დაუანონსებია ტელეფონები

სამსუნგის ვებგვერდზე კომპანიის კიდევ სამი ახალი სმარტფონის არსებობა დადასტურდა. Samsung UK-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია Galaxy A20e-ს, A140-ს და A90-ის შესახებ, თუმცა აღნიშნული მოდელები კომპანიას ჯერ არ დაუანონსებია.

სავარაუდოდ, ვებგვერდზე ინფორმაციას დაგეგმილი ანონსისთვის ამზადებდნენ.  უცნობია ვებგვერდზე ტექნიკური ხარვეზის გამო გასაჯაროვდა სამი ახალი მოდელი თუ ეს წინასწარ გათვლილი ნაბიჯი იყო. 

სამსუნგს ვებგვერდზე შემთხვევით ამ დრომდეც არაერთხელ დაუანონსებია სმარტფონები. Galaxy A50-ის ოფიციალურ დაანონსებამდე სამსუნგის ინდურ ვებგვერდზე წინასწარ გამოჩნდა მოდელის ტექნიკური მხარდაჭერის გვერდი, რასაც ოფიციალური ანონსიც მალე მოყვა, შესაბამისად Galaxy A სერიის სულ უფრო მზარდ სიას A20e, A140 და A90 დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში შეემატება.

Galaxy A20e სავარაუდოდ ჯერ კიდევ დაუანონსებელი A20-ის უფრო პატარა ვერსიაა. A სერია შედარებით მაღალი კლასის, Galaxy S10 ხაზის ხელმისაწვდომი ალტერნატივაა. 

კომენტარები

ბოლო ამბები