Thumbnail

სკაიპის გამოყენება Chrome-იდანაც გახდა შესაძლებელი

  • სკაიპის ვებ ვერსია გამოვიდა
  • სერვისით სარგებლობა მხოლოდ ორი ბრაუზერიდანაა შესაძლებელი

Microsoft-ის Skype-ის ვებ ვერსია უკვე ამუშავდა, რაც ნიშნავს, რომ ბრაუზერ Chrome-ის და Edge-ის მომხმარებლებს სერვისის გამოსაყენებლად სპეციალური აპლიკაცია აღარ დასჭირდებათ. ასევე, განახლდა Skype-ის დიზაინი და უფრო გამარტივდა მიმოწერებისა და კონტენტის ორგანიზება.

სკაიპის ვებ ვერსიას ასევე დაემატა შეტყობინებების პანელი, რომლის დახმარებით მომხმარებლები ნახავენ, თუკი სხვა მომხმარებლები მათ რომელიმე მიმოწერაში მონიშნავენ. ვებ ვერსიაში ასევე ვხვდებით მედია გალერეას, სადაც თავმოყრილია თითოეული ლინკი, ფოტო თუ ვიდეო, რომელიც სკაიპით მიგიღიათ ან გაგიგზავნიათ. ასევე ახალია ინდივიდუალურ დიალოგში ძიების ფუნქცია. 
 
სხვა ბრაუზერებს, მათ შორის Firefox-ს, Safari-ს და Opera-ს სკაიპის ვებ ვერსიის მხარდაჭერა ჯერჯერობით არ აქვს. განახლებული სკაიპი მხოლოდ მაიკროსოფტის და ეფლის უახლეს ოპერაციულ სისტემებზე მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები