Thumbnail

იაპონია დედამიწის თანამგზავრზე მთვარემავალს გააგზავნის

  • აპარატს Toyota-ს სპეციალისტები ააწყობენ
  • მისიის დეტალები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება

იაპონიის კოსმოსური საააგენტო( JAXA) დედამიწის თანამგზავრზე მთვარემავალს გააგზავნის, რომელსაც Toyota-ს ინჟინრები ააწყობენ. Toyota-ს კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობის გარკვეული გამოცდილება აქვს. 2013 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გააგზავნეს რობოტი, რომლის აწყობაში იაპონური ავტოგიგანტის სპეციალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. მთვარის მისიის დეტალების შესახებ იაპონიის კოსმოსური სააგენტო ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.

კოსმოსური ხომალდი "კაგუია"

მთვარის გამოსაკვლევად პირველი კოსმოსური ზონდი Hiten  იაპონიამ 1990 წლის იანვარში გაუშვა.Hiten-ის მისია სამი წელი და ორი თვე გაგრძელდა. 2007 წელს იაპონიამ დედამიწის თანამგზავრისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია გაუშვა. აპარატი “კაგუაია” მთვარის ორბიტაზე 2007 წლის 4 ოქტომბერს გავიდა. “კაგუაიამ” რამდენიმე საინტერესო აღმოჩენა გააკეთა და მეცნიერებს დაეხმარა მთვარის დეტალური ტოპოგრაფიული რუკის შედგენაში. კაგუაიას მისია 2009 წლის ივლისში დასრულდა.

უშუალოდ მთვარის ზედაპირზე დაჯდომა ამ დრომდე მხოლოდ სამი სახელმწიფოს: საბჭოთა კავშირის, შეერთებული შტატების და ჩინეთის კოსმოსურმა აპარატებმა მოახერხეს. ამჟამად მთვარისკენ ისრაელის მისია მიემართება. მთვარემავალი Beresheet დედამიწის თანამგზავრზე აპრილში უნდა დაეშვას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები