Thumbnail

შეერთებულ შტატებში უპილოტო სამხედრო აპარატი გამოსცადეს

  • აპარატი აშშ-ს სამედრო-საჰაერო ძალების დაფინანსებით შეიქმნა
  • Valkyrie XQ58-A-ს შეუძლია საჰაერო იერიშის მიტანა პილოტირებულ ეკიპაჟებთან ერთად

შეერთებული შტატებში  წარმატებით გამოსცადეს უპილოტო აპარატი Valkyrie XQ58-A, რომელიც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების და კომპანია Kratos-ის ერთობლივი პროექტია. უპილოტო აპარატმა პირველი ფრენა არიზონაში, იუმას პოლიგონზე შეასრულა. 76 წუთიანი ფრენის დროს აპარატმა ყველა დაკისრებული ამოცანა შეასრულა. საგამოცდო ეტაპის ფარგლებში აპარატი დამატებით კიდევ ოთხ საცდელ ფრენას განახორციელებს.

Valkyrie XQ58-A 1000 კმ/სთ-ის სისწრაფით მოძრაობს. უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია მოწინაამღდეგის ტერიტორიის დაზვერვა, მისი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა და საჰაერო იერიშის მიტანა. საჰაერო ბრძოლის დროს Valkyrie XQ58-A ასევე ახერხებს მოწინაამღდეგის დარტყმის თავის თავზე აღებას და პილოტირებული ეკიპაჟის დაცვას. აპარატს შეუძლია სამხედრო მისია შეასრულოს როგორც  ინდივიდუალურად, ასევე პილოტირებულ სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად, რა დროსაც მას დისტანციური პულტით ერთ-ერთი პილოტი მართავს.

Valkyrie XQ58-A შედარებით  დაბალბიუჯეტიან პლატფორმაზე შეიქმნა და მისი ღირებულება 2-დან 3 მილიონ დოლარამდეა. მსგავსი ტიპის სამხედრო აპარატის შექმნაზე Boeing-იც მუშაობს, რომელსაც პროექტი ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ დაუკვეთა. Boeing-ის სამხედრო აპარატის გამოცდა 2020 წელს იგეგმება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები