Thumbnail

ჩინეთში ჰორიზონტალური ცათამბჯენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია

  • ჰორიზონტალურ ცათამბჯენში ბაღები, მაღაზიები და რესტორნებია განთავსებული
  • ნაგებობის დიზაინი ჩინური ტრადიციითაა შთაგონებული

ჩინეთს ახალი, მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა შეემატა. ქალაქ ჩუნცინში მდებარე შენობა ოთხ ცათამბჯენს და მათ დამაკავშირებელ, 300 მეტრი სიგრძის ფოლადის და შუშის ჰორიზონტალურ ხიდს აერთიანებს. ჰორიზონტალურ ცათამბჯენში მაღაზიები, რესტორნები, ბაღები, აუზები და სხვა ობიექტებია განთავსებული. “The Crystal”-ის მშენებლობა მიმდინარე კვირას დასრულდა

The Crystal ებრაელმა არქიტექტორმა, მოშე საფდიმ დააპროექტა. მისი თქმით, მდინარე იანძის და იიალინგის შესართავთან მდებარე ნაგებობის ორიგინალური დიზაინი ჩინეთის მდინარეებზე იალქნიანი გემებით ტვირთის გადაზიდვის ტრადიციითაა შთაგონებული. 

”The Crystal” არამხოლოდ შენობებს აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ის სრულად ფუნქციური ჰორიზონტალური ნაგებობაა შიდა ქუჩებით, ეზოებით და არაერთი გასართობი თუ დასასვენებელი ადგილით.”

მიუხედავად იმისა, რომ ხიდი 259 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ის არ არის მსოფლიოში ყველაზე დიდ სიმაღლეზე მდებარე საჰაერო ხიდი - ამ ტიტულს საუდის არაბეთში, 302 მეტრის სიმაღლეზე მდებარე  the Kingdom Centre იმსახურებს, თუმცა The Crystal-ს სხვა ხიდებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ ის ყველაზე მეტ შენობას აკავშირებს ერთმანეთთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები