Thumbnail

ბრიტანეთში თითის ანაბეჭდის სენსორიან საკრედიტო ბარათს გამოცდიან

  • საბანკო ბარათებს PIN კოდი აღარ დასჭირდება
  • თავდაპირველად სერვისს 200 მომხმარებელი გამოცდის

ბრიტანული ბანკი Natwest თითის ანაბეჭდის სენსორის მქონე საკრედიტო ბარათს ცდის. გამოსაცდელ პერიოდში, რომელიც აპრილში დაიწყება, ახალი ბარათის გამოყენებას 200 მომხმარებელი შეძლებს. თითის ანაბეჭდის სენსორიან ბარათს არ დასჭირდება პინ კოდი, ხელმოწერა და უსაფრთხოების დაცვის სხვა მეთოდები. 
 
თითის ანაბეჭდები ბარათზე ლოკალურად ინახება, რაც ნიშნავს, რომ ჰაკერები ანაბეჭდების შესახებ ინფორმაციას ბანკის ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში შეღწევის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ თითის ანაბეჭდის იმიტაციის და არაკანონიერად გამოყენების გარკვეული რისკი არსებობს, ეს მეთოდი ბარათს პინ კოდზე უკეთესად იცავს, რომლის გაგებას ადამიანი უფრო მარტივად, იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ უბრალოდ კარგად დააკვირდება, რა ციფრებს აკრეფთ პროდუქციის შეძენის დროს. 
 
ბიომეტრიული იდენტიფიკაცია უკონტაქტო მობილური გადახდების შემთხვევაში სტანდარტად დიდი ხნის წინ იქცა, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად ამ დრომდე მისი ინტეგრირება ტრადიციულ საბანკო ბარათებში ვერ ხდებოდა. 
 
თითის ანაბეჭდის სკანერის გასააქტიურებლად ბანკის ფილიალში მისვლაა საჭირო, თუმცა Natwest იმედოვნებს, რომ სისტემის მომავალ ვერსიებში ანაბეჭდის დაფიქსირება მობილურიდანაც გახდება შესაძლებელი. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები