Thumbnail

ჟენევის ავტოსალონზე კიდევ ერთი უნიკალური ელექტრომობილი წარმოადგინეს

  • კომპანია Hispano Suiza-მ ჟენევის ავტოსალონზე ელექტრომობილი Carmen წარმოადგინა
  • Carmen ჰიპერკარია, რომელსაც 100 კმ/სთ-ის განვითარება სამ წამზე ნაკლებში შეუძლია

ნაკლებად ცნობილმა ავტომწარმოებელმა Hispano Suiza-მ ჟენევის ავტოსალონზე უნიკალური ელექტრომობილი წარმოადგინა. Hispano Suiza 1904 წელს შეიქმნა და თავდაპირველად ლუქსის კლასის ავტომობილებს უშვებდა. მოგვიანებით კომპანიამ თვითმფრინავების ძრავების აწყობაც დაიწყო. Hispano Suiza ძვირადღირებულ ავტომობილებს აწარმოებდა. მეოცე საუკუნის 20-იანი, 30-იანი წლებში ეკომონომიკური კრიზისის გამო მის პროდუქციაზე მოთხოვნა ნაკლებად იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში კომპანია კოსმოსური ინდუსტრისთვის დეტალების წარმოებაზე გადაერთო. 21-ე საუკუნეში Hispano Suiza-მ ავტომობილების წარმოება განაახლა.

ჟენევის ავტოსალონზე წარმოდგენილი  ჰიპერკარი Carmen ელექტრომობილია, რომელსაც ორი ძრავი აქვს. 100 კმ/სთ-ს ავტომობილი სამ წამზე ნაკლებში ანვითარებს, მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ-ია. ელექტრომობილი დატენვის შემდეგ 400 კილომეტრს გაივლის.

ავტომობილი ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალით არის დამზადებული და ელექტრომობილისთვის უჩვეულოდ მსუბუქია. Carmen 1690 კილოგრამს იწონის.Hispano Suiza  ელექტრომობილის წარმოებას 2020 წლიდან დაიწყებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები