Thumbnail

ტესლას მანქანები ძვირდება - კომპანია მაღაზიებს აღარ დახურავს

  • ტესლა მაღაზიებს აღარ დახურავს, თუმცა მანქანები მაინც საიტიდან გაიყიდება
  • Model 3-ის შემცირებული ფასი უცვლელი რჩება

გასულ თვეს ტესლამ დააანონსა, რომ კომპანიის ყველა მაღაზია იხურება და მანქანები მხოლოდ ონლაინ გაიყიდება, ახლა კი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ბლოგპოსტში ვკითხულობთ, რომ ავტომწარმოებელმა აღნიშნული გადაწყვეტილების განხორციელება გადაიფიქრა.

კომპანიის თქმით, მაღაზიების შენარჩუნება ავტომობილების ფასის 3 პროცენტიან ზრდას გულისხმობს, თუმცა ფასის ცვლილება არ შეეხება ახლად ფასდაკლებულ Model 3-ს, რომლის ფასიც გასულ თვეს 10 000 დოლარით შემცირდა. გაძვირდება ტესლას შედარებით ძვირადღირებული მოდელები - Model 3s, Model S და Model X. 

ბლოგპოსტის თანახმად, კომპანიამ გადაწყვეტილება თითოეული მაღაზიის ადგილმდებარეობის შესახებ ორკვირიანი მსჯელობის შედეგად მიიღო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული ზუსტი მიზეზი, თუ რატომ გადაიფიქრა კომპანიამ მაღაზიების დახურვა.

ბლოგპოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები მუშაობას აგრძელებს, მანქანები მაინც ონლაინ გაიყიდება, მათ შორის მაღაზიებშიც - კონსულტანტები მომხმარებლებს ინტერნეტში მანქანის შეძენის ინსტრუქციას აუხსნიან და მათ შეკვეთის გაკეთებაში დაეხმარებიან. მაღაზიაში მხოლოდ მცირე რაოდენობის მანქანები იქნება ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც ტესლას ავტომობილის შეძენა დაუყოვნებლივ სურს.

ასევე ნახეთ: ტესლას ახალი ელექტრომობილი MODEL Y 14 მარტს გამოვა

კომენტარები

ბოლო ამბები