Thumbnail

თეთრი სახლი NASA-ს ბიუჯეტის 21 მილიარდ დოლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის

  • ოფიციალური ვაშინგტონი კონგრესს NASA-ბიუჯეტის გაზრდას სთავაზობს
  • ბიუჯეტის პრიორიტეტი  მთვარის და მარსის ახალი მისიებია

ოფიციალური ვაშინგტონი კონგრესს NASA-ს ბიუჯეტის სთავაზობს. თუ კონგრესმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა კოსმოსური სააგენტოს ბიუჯეტი 21 მილიარდი დოლარი იქნება. NASA-ს 2020 წლის ბიუჯეტი 2019 წელთან შედარებით 283 მილიონი დოლარით ანუ 1,4 პროცენტით გაიზრდება.

საბიუჯეტო მოთხოვნაში, რომელიც კოსმოსური სააგენტოს საიტზე გამოქვეყნდა აღნიშნულია, რომ უახლოეს ათწლეულში NASA-ს პრიორიტეტს მთვარის და მარსის მისიები წარმოადგენს. ამ პროგრამების რეალიზაციის დასაწყებად სააგენტოს ბიუჯეტის თითქმის ნახევარი- 10,7 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა რაკეტა Space Launch System-ის  და პილოტირებული მისიებისთვის საჭირო აპარატ “ორიონის” პროექტების დასრულებაა..Space Launch System (SLS) რამდენიმე მოდიფიკაცია არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა მიზნები აქვთ, მათ შორის ასტრონავტების მარსზე გაშვება და შორეულ კოსმოსში მისიის გაგზავნა.

NASA-ს უხლოესი ათწლეულის ერთ-ერთი პრიორიტეტი ადამიანის მთვარეზე დაბრუნებაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტი ორბიტალურ სადგურ Gateway-ს მშენებლობა და დედამიწის თანამგზავრზე კოლონიის დაარსებაა. NASA-ს დირექტორის ჯიმ ბრაიდენსტაინის განცხადებით:

ჩვენ გვექნება ბიუჯეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთვარეზე დავბრუნდეთ. მხედველობაში მაქვს არა რობოტიზირებული მისიები, არამედ ადამიანის დაბრუნება, რაც საშუალებას მოგვცემს მთვარეზე დავფუძნდეთ. მთვარე  მხოლოდ პოლიგონია. ჩვენი საბოლოო მიზანი მარსია. იმისათვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ საჭიროა კომპლექსური მიდგომა.

ცნობილია, რომ NASA წითელ პლანეტაზე კიდევ ორ მარსმავალას გააზავნის. პირველი მარსმავალის გაგზავნა 2020 წლის ზაფხულში იგეგმება, აპარატი კი წითელ პლანეტაზე 2012 წლის თებერვალში უნდა დაეშვას. მეორე მარსმავალს კოსმოსური სააგენტო 2026 წელს გააგზავნის.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები